უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერებული მიწოდება შესაძლოა განახლდეს აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის რომსა და კიევში მომავალ კვირას დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ. ამის შესახებ Politico ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ორ შეხვედრას გამართავს - თავდაპირველად რომში, საერთაშორისო დახმარების კონფერენციაზე, შემდეგ კი კიევში.
დისკუსიის მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ამ თვეში შეჩერებული იარაღის მიწოდების განახლება იქნება.
წყაროების ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკვე აცნობა კიევს საინჟინრო აღჭურვილობისა და ზოგიერთი ტიპის ჯავშანტექნიკის მიწოდების განახლების განზრახვის შესახებ. ამავდროულად, კონკრეტული ვადები ჯერ უცნობია.
კელოგსა და უმეროვს შორის კიევში შეხვედრა აშშ-ის სამხედრო დახმარების განხილვას არ ისახავდა მიზნად და „დაიგეგმა მანამდე, ვიდრე გასულ კვირას შეიარაღების შეჩერების შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა“,- განაცხადა კელოგის წარმომადგენელმა მორგან მერფიმ.