აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, თავდაცვით იარაღს ეხება.
ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ისაუბრა,
ჟურნალისტის შეკითხვაზე გაუგზავნის თუ არა აშშ უკრაინას მეტ იარაღს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინამ უნდა შეძლოს თავის დაცვა .
„ჩვენ მეტ იარაღს გავუგზავნით. ამის გაკეთება მოგვიწევს. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა მათ ძალიან მძიმედ უტევენ. ჩვენ იძულებული ვიქნებით, მეტი იარაღი გავგზავნოთ. ეს, პირველ რიგში, თავდაცვითი იარაღია, მაგრამ მას საკმაოდ ძლიერი ეფექტი აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ამ ხოცვა-ჟლეტის დროს“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე ახსენა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან მისი ბოლო საუბარი, რომლის შედეგებითაც უკმაყოფილო იყო.
„გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ, რომ პუტინი არ გაჩერდა. საერთოდ არ ვარ კმაყოფილი პუტინით,“ - აღნიშნა ტრამპმა.