ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეიტანა ჩეხეთის ინიციატივაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას ითვალისწინებს.
ორშაბათს ლიპავსკი შეხვდა თავის გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიამ ჩეხეთის ინიციატივისთვის მილიარდ ევროზე მეტი გაიღო.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიას ამ წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ვადეფულმა მაღალი შეფასება მისცა ამ ინიციატივას და ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა სხვა ევროპელ პარტნიორებს სთხოვს, თავიანთ რეზერვებში გამოყონ უკრაინისთვის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობა.