კიშინიოვში დაიწყო მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამიტი, რომელშიც ქვეყნის ხელოსიფლებისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა მოლდოვაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად 4 ივლისის საღამოს ჩავიდა.
მოლდოვაში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. მათ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დახვდა.
მან სამიტს მოლდოვასა და ევროკავშირისთვის „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.
„გასულ წელს მოლდოველმა ხალხმა ევროპაში საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად მისცა ხმა. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ამ გზაზე. რადგან მოლდოვის წარმატება ევროპის წარმატებაა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის გახსნაზე.
სამიტზე იმსჯელებენ მოლდოვასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე ომის ფონზე, მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის გეგმაზე, რომლის განსახორციელებლადაც ევროკავშირი 1.9 მილიარდ ევროს გამოყოფს.