საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე მადლობას უხდის აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის.
“აშშ ყოველთვის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სამართლის მხარეს იდგა - და მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტისთვისა და დემოკრატიისთვის ჩვენს ბრძოლაში. ამ დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს და მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.