სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხური მედია აღნიშნავს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა "კამკის" ლიდერია და ოპოზიციურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს.
ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოს მოქალაქეა. ის საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.