პრეზიდენტო ტრამპ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, სიკორსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აღადგინოს.
„გუშინ ღამით რუსეთის მასშტაბურმა თავდასხმამ ხანძარი და დიდი ზიანი გამოიწვია, მათ შორის დაზიანდა კიევში პოლონეთის საკონსულო. პრეზიდენტო ტრამპ, ვლადიმერ პუტინი თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის. გთხოვთ, აღადგინოთ უკრაინისთვის საზენიტო საბრძოლო მასალის მიწოდება და დააწესოთ ახალი მკაცრი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ“, – წერს რადოსლავ სიკორსკი.