ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი, შესაძლოა უახლოეს დღეებში მიიღონ.
პაკეტს სლოვაკეთი ბლოკავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბრატისლავასთან შეთანხმება მიღწეულია.
ამის შეახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება.
ჟურნალისტის წყაროების ცნობით, ევროკავშირმა მოახერხა შეთანხმების მიღწევა სლოვაკეთთან, რომელმაც მოითხოვა, რომ მისი „საჭიროებები“ გათვალისწინებულიყო რუსულ ენერგეტიკაზე უარის პროცესში, რაც სანქციების პაკეტშია დაგეგმილი.
„როგორც ჩანს, სლოვაკეთმა დღეს ევროკომისიისგან მიიღო საჭირო გარანტიები 2027 წლის ბოლომდე რუსულ ენერგეტიკაზე ეტაპობრივად უარის თქმასთან დაკავშირებით
ამან შეიძლება უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის (მე-18) დამტკიცება გამოიწვიოს“, - ამბობს იოზვიაკი.
ივნისის ბოლოს გამართულ სამიტზე ევროკავშირმა სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღება. პაკეტი მიმართული იყო მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების, ბანკებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ.