უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილ საუბარზე კომენტარი გააკეთა.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ ბევრი საერთო იდეა აქვთ, რადგან ისინი განსხვავებული ადამიანები არიან. თუმცა, თუ უკრაინაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მაშინვე დავუჭირეთ მხარი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის იდეას, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა წამოაყენა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მზადაა შეხვედრის ნებისმიერი ფორმატისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთში გადაწყვეტილებებს მხოლოდ პუტინი იღებს, ამიტომ მშვიდობის მისაღწევად ლიდერების დონეზე შეხვედრაა საჭირო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 3 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დღეს პუტინს დაელაპარაკება.