პენტაგონში აცხადებენ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა ორი წლით შეაფერხა.
ამის შესახებ აშშ-ის პენტაგონის პრესსპიკერმა, შონ პარნელმა განაცხადა.
„ჩვენ მათი პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დავხიეთ. ყოველ შემთხვევაში, დეპარტამენტის შიგნით არსებული სადაზვერვო შეფასებების თანახმად“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა.
პენტაგონის პრესპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მოკავშირეებიც ეთანხმებიან, რომ ირანის ბირთვული პროგრამა დაზიანდა. მისი თქმით, შიდა დაზვერვის ინფორმაციით, პროგრამა, სულ მცირე, ერთი ან ორი წლით შეფერხდა.
აშშ-ის სამხედრო ბომბდამშენებმა 22 ივნისს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც ბუნკერების გამანადგურებელი 13 600 კგ-იანი ბომბები და Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.