უკრაინული მედიის ცნობით, 3 ივლისის ღამეს, ოდესაში მტრის დრონების საფრთხის ფონზე.აფეთქებების ხმები ისმოდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დრონის თავდასხმის შედეგად 9-სართულიანი შენობა დაზიანდა; 50 ადამიანი ევაკუირებული იქნა, ოთხი კი დაშავდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა მე-7 და მე-9 სართულებზე.
„მაშველებმა 50 მცხოვრების ევაკუაცია განახორციელეს, რომელთაგან 10, მათ შორის 2 ბავშვი, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით გადაარჩინეს. სამწუხაროდ, ოთხი დაშავდა,“ - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.