მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ხარციზსკში საბრძოლო მასალის უდიდეს საწყობზე დარტყმამ ძლიერი აფეთქება გამოიწვია.
ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა, თუმცა მოხსენებულია ხანძრისა და შემდგომი აფეთქების შესახებ.
„ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, ხარციზსკში, საბრძოლო მასალის საწყობზე თავდასხმამ ძლიერი აფეთქება გამოიწვია. ადგილზე ხანძარი გაჩნდა და მეორადი აფეთქებები კვლავ გრძელდება", - ნათქვამია ერთ-ერთი ტელეგრამ-არხის ინფორმაციაში .
სხვა წყაროების ცნობით, უკრაინული კამიკაძე დრონების (შესაძლოა ფრთოსანი რაკეტაც ყოფილიყო) მოფრენის შედეგად ძლიერი აფეთქება ოკუპირებულ ხარციზკში არსებულ რუსეთის არმიის დიდ საბრძოლო მასალის საწყობზე. სავარაუდოდ, განადგურებულია თერმობარიული რეაქტიული რაკეტებისა და ფუგასური ავიაბომბების მნიშვნელოვანი მარაგი.