ჩვენთვის მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი, ეს ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნებისთვის გზის გახსნას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას, - ამის შესახებ გიორგი გახარია X-ზე წერს და მისი პარტიის მანდატების გაუქმებას ეხმიანება.
„დღეს, ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტია „საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა“, - წერს გახარია.
მისი თქმით, პოლიტიკური ბოიკოტი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც პარტიამ პასუხისმგებლობით გამოიყენა 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უარი თქვა რა მიტაცებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, მაგრამ არ დათმო ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.