აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ქვეყნიდან გააძევოს საშიში დამნაშავეები, მათ შორის ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ან დაიბადნენ შეერთებულ შტატებში.
ამის შესახებ ტრამომა Right Side Broadcasting-ის ეთერში ისაუბრა.
„და ამავდროულად, ჩვენ გვყავს ბევრი საშიში ადამიანი, რომლებიც აქ დიდი ხანია ცხოვრობენ - ისინი, ვინც ხალხს უკნიდან თავში ჯოხს ურტყამენ, კლავენ; დანით გჭრიან, როცა ქუჩაში მიდიხარ,“ - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ზოგიერთი დამნაშავე აშშ-სთვის ახალი არ არის.
„ისინი დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან. ბევრი მათგანი ამ ქვეყანაში დაიბადა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, აქედან ისინიც უნდა მოვაშოროთ. შესაძლოა, ეს იყოს ჩვენი შემდეგი საერთო სამუშაო.
რადგან ჩვენ მათ შესახებ გვავიწყდება. მათ შორის არიან ძალიან საშიში ადამიანები... ისინი ავადმყოფები არიან. მე მათი ჩვენი ქვეყნიდან გაძევებაც მინდა,“ - თქვა ტრამპმა
მაისში, ასობით სავარაუდო ბანდის წევრი, ძირითადად ვენესუელიდან, შეერთებული შტატებიდან ელ სალვადორის ციხეში გადაიყვანეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ომის დროინდელი უფლებამოსილებები გამოიყენა დეპორტაციის დასაჩქარებლად, მიუხედავად სასამართლოს ბრძანებისა, რომელიც ამ გადაწყვეტილების შეჩერებას ითვალისწინებდა.