სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეჩერების საკითხი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომეხი პოლიტიკოსები ქვეყანაში რუსული ტელეარხების მაუწყებლობის აკრძალვას მოითხოვენ.