"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს - ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.
„ვწყვეტ შიმშილობას და ვწყვეტ იმისთვის, რომ გადავიდეთ აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მანამდე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება., სადაც აღნიშნულია, რომ უარს ამბობენ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.