თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სახელდება. იუწყება Reuters
თურქეთში, დასავლეთ იზმირის პროვინციაში ხანძარი, მეორე დღეა, მძვინვარებს, მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრეები საგანგებო ვითარებაში მუშაობენ.
ტყის მეურნეობის მინისტრის იბრაჰიმ იუმაქლის განცხადებით, იზმირის კუიუჩაკისა და დოგანბეის ტერიტორიებზე გაჩენილი ხანძრების გავრცელებას ღამით 40-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი უწყობდა ხელს, რის გამოც ოთხი სოფლისა და ორი უბნის მოსახლეობა ევაკუირებულია.
მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ვერტმფრენები, სახანძრო თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები და ათასზე მეტი ადამიანია ჩართული