დღეს, 1-ელ თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით გაემგზავრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა. 
"პრემიერი ამერიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სამშაბათს, 1-ელ თებერვალს გაემგზავრება. დაგეგმილია სამუშაო შეხვედრებს გამართვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდში და სხვადასხვა ინტიტუტებში", - აღნიშნა მჭედლიშვილმა. 
მისი თქმით, გილაური აშშ-ში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება.