გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი მოულოდნელი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მთავარ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გეგმავს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
შაბათს გვიან საღამოს, დობრინდტმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ისრაელში ჩავიდა და კვირას შეხვედრები აქვს დაგეგმილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.
„ისრაელის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ ადგილზე უნდა შევხვდეთ და სიტუაციას გავეცნოთ. მინდა ვაჩვენო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს, როგორც ჩვენს უახლოეს პარტნიორს ტერორიზმთან ბრძოლაში“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინირტრმა.
მან დასძინა, რომ გერმანიას ბევრი რამ აქვს სასწავლი ისრაელისგან უსაფრთხოების საკითხებში.
„ისრაელი ჩვენზე წინ არის - განსაკუთრებით კიბერთავდაცვასა და სამოქალაქო თავდაცვაში. ახალ საფრთხეებთან მეტად ადაპტირება გვჭირდება... „ამ საკითხებზე ისრაელთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა დობრინდტმა.