საქართველო დადექი! - დედაქალაქში დღეს მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
საღამოს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ხალხი აქციებისას დაკავებულების გათავისუფლების და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვა.
რუსთაველის გამზირამდე აქციის მონაწილეების ნაწილი მარშით მივა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.