უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში განახორციელა. ასევე საჰაერო სივრცეში ასწია Tu-95MS-ისა და MiG-31K-ის ტიპის თვითმფრინავები.
უკრაინის მასშაბით გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. რეგიონებში ისმოდა აფეთქებების ხმა, მუშაობდა უკრაინის საჰერო თავდაცვის სისტმები.
უკრაინის საჰერო ძალების ცნობით, რუსებმა გამთენიისას საჰაერო სივრცეში MiG-31K-ის ტიპის თვითმფრინავი ასწიეს. ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათისთვის, უკრაინაში საჰაერო განგაში გაუქმდა.