სამი ადამიანი დაიღუპა პარასკევს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ერ-ე-ლუარის პრეფექტურაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად.
კატასტროფა შამფოლის კომუნაში, ერ-ე-ლუარის დედაქალაქ შატრის ჩრდილოეთით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში 60 წელს გადაცილებული დაქორწინებული წყვილი და 77 წლის პილოტი, საფრანგეთის სახმელეთო ჯარების ყოფილი გენერალი იმყოფებოდა.
„გაურკვეველი მიზეზების გამო, თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, აფრენიდან სამი წუთის შემდეგ ვერ შეძლო შემობრუნება და საცხოვრებელი უბნის შუაგულში კედელს შეეჯახა“, - განაცხადა შარტრის პროკურორმა ფრედერიკ შევალიემ.
კატასტროფის შედეგად მხოლოდ თვითმფრინავში მყოფი ადამიანები დაიღუპნენ.
პილოტმა თვითმფრინავი საცხოვრებელი შენობებისგან მოშორებით მიმართა, ამიტომ სხვა მსხვერპლი არ ყოფილა. ჩამოვარდნის შედეგად მხოლოდ ერთი მანქანა დაზიანდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.