რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპი 4 ივლისს კიშინიოვში დაიწყება.
დანის თქმით, მოლაპარაკებები კიშინიოვში, ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე გაიმართება და თავდაპირველად მხარეები ფუნდამენტური ღირებულებების საკითხს განიხილავენ.
"როგორც იცით, გაწევრიანების პროცესი 33 თავზე მოლაპარაკებებს მოიცავს და კიშინიოვში დაგეგმილ სამიტზე 4 ივლისს ევროკომისიის წარმომადგენლებთან პირველი თავი გაიხსნება,"- თქვა დანმა.