ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების განზრახვა ჰქონდათ, თუმცა არა შესაძლებლობა.
„ჩვენი სამიზნე რომ ყოფილიყო, მას გავანადგურებდით“, - თქვა კაცმა და დასძინა: „ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა“.
კითხვაზე, მოითხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკის თანხმობა ასეთი ქმედებისთვის, კაცმა უპასუხა: „ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდება“.