"ნუთუ თავისუფალი სამყარო მართლაც იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად?," - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმიანება.
მიჰკელსონის თქმით, ავტორიტარული რეჟიმები მხოლოდ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოიპოვებენ შეტევის გასაგრძელებლად.
"ნუთუ თავისუფალი სამყარო მართლაც იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ამ პატარა სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში, დიქტატურის დამყარებაში წინააღმდეგობის გაწევაში? ავტორიტარული რეჟიმები და მათი მსახური „სასარგებლო იდიოტები“ მხოლოდ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოიპოვებენ შეტევის გასაგრძელებლად," - წერს მიჰკელსონი.