დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და მიესაჯა შესაბამისი სასჯელი. პოლიტიკურია პატიმრობა, როცა პოლიტიკური მიზნებით იჭერენ ადამიანს. ასე მარტივი არცერთი საქმე არ ყოფილა, არ გამოცხადდება, ისჯება კანონით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები არ გამოცხადნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და დაისაჯნენ.
„სად არის პოლიტიკა? თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის, რადგან მეტი არაფერის იმედი აქვთ, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ა.შ. ეს მათი საქმეა. ეს იგივეა, წავიდე, ვიღაცას თავში ჩავარტყა სპეციალურად, რომ დამინახოს და დამიჭირონ იმისთვის, რომ გარეთ არ დამემდგომება. ეს თუ უნდა ვინმეს, ჩვენ რა გავაკეთოთ? დემონსტრაციულად, სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული, რა უნდა ქნა ამ დროს? სახელმწიფოს ჩამოქცევა უნდათ. მართლები ვყოფილვართ, როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრობა არის ფრაზა აბსოლუტურად სპეკულაციური“, – განაცხადა მდინარაძემ.