ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ირანმა არასდროს უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი.
მისი თქმით, ახლა დროა ირანიც შეუერთდეს მდგრადი დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებას.
„ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი პიკის ფონზე, სტაბილურობა პრიორიტეტად უნდა დარჩეს. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა დროა ირანიც შეუერთდეს მდგრადი დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებას.
„მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, - წერს ფონ დერ ლაიენი Х-ზე.