დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერი აცხადებს, რომ აშშ-მა მიიღო ზომები ირანის ბირთვული პროგრამის „სერიოზული საფრთხის“ „შესამსუბუქებლად“.
სტარმერი მოუწოდებს ირანს დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას
„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შემუშავების უფლება და აშშ-მა ზომები მიიღო ამ საფრთხის შესამსუბუქებლად.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება არასტაბილური რჩება და რეგიონში სტაბილურობა პრიორიტეტულია. ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გადაწყვეტას ამ კრიზისის დასასრულებლად", - განაცხადა სტარმერმა.