ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად, - ამის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი X-ზე წერს.
როგორც არაღჩი აღნინავს, აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაერო-ს ქარტია, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმება.
დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და სამუდამო შედეგებს მოიტანს. გაერო-ს თითოეული წევრი შეშფოთებული უნდა იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და დანაშაულებრივი ქმედების გამო.
გაერო-ს ქარტიისა და მისი დებულებების შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის მიზნით ლეგიტიმურ რეაგირებას იძლევა, ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად“, - წერს აბას არაღჩი.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის 3 ბირთვულ ობიექტს დაარტყა. აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. სარაკეტო იერიშებში მონაწილეობდენ აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები (B-2), რომლებიც ცოტა ხნით ადრე, გადაიყვანეს კუნძულ გუამზე, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ აშშ ირანზე თავდასხმას გეგმავდა.