ისრაელის ძალებმა 21 ივნისის ღამეს ირანში ათობით სამიზნეზე დარტყმების სერია განახორციელეს, მათ შორის ისპაჰანში ბირთვულ ობიექტზე და ოთხ მომზადებულ რაკეტგამშვებ დანადგარზე. ინფორმაცია The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ დარტყმებში მონაწილეობა მიიღო ისრაელის საჰაერო ძალების დაახლოებით 50-მა გამანადგურებელმა, რომლებმაც ტერიტორიაზე 150 საბრძოლო მასალა ჩააგდეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისპაჰანის ბირთვულ ობიექტზე, რომელზეც ისრაელმა კონფლიქტის პირველ დღეს უკვე განახორციელა იერიში, ირანის ბირთვული პროგრამისთვის დამატებითი ზიანის მიყენებისკენ იყო მიმართული.
„ასევე, თავს დაესხნენ კომპლექსში არსებულ ცენტრიფუგების წარმოების ობიექტს, ასევე ისპაჰანის რაიონში ირანის რეჟიმის სხვა სამხედრო ობიექტებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სამხედროები აცხადებენ, რომ ირანის ცენტრიფუგების წარმოების ობიექტებს „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიადგა.
ამასთან, სამხედროების თქმით, ოთხი მომზადებული ბალისტიკური რაკეტის გამშვები მოწყობილობა მანამდე გაანეიტრალეს, ვიდრე მათ ისრაელის მიმართულებით გაუშვებდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმები მიმართული იყო ისრაელში დრონების გასაშვებად გამოყენებული სატვირთო მანქანების, ასევე ბალისტიკური რაკეტების შენახვისა და გაშვების ინფრასტრუქტურის, ირანის რადარებისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტების წინააღმდეგ.