მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს, რომ კიევმა აღიაროს 2022 წლის შემოდგომაზე ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარებული „რეფერენდუმების“ შედეგები, რის შემდეგაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს „რუსული“ უწოდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა Sky News Arabia-თან ინტერვიში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამ „შედეგების“ უგელებელყოფა ნიშნავს, რომ „არსებობს შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შანსი“.
პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ „უკრაინის ნეიტრალურ სტატუსი“ - მისი უარი ალიანსებში გაწევრიანებაზე და ბირთვულ იარაღზე - რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის საფუძველია.
„ვიმედოვნებ, რომ უკრაინის ამჟამინდელი ლიდერები ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებენ და არა მესამე მხარის ინტერესებით...
... უკრაინა უკეთეს მომავალს იმსახურებს, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ მომუშავე გარე ძალების ხელში იარაღად გამოიყენებოდეს“, - თქვა პუტინმა.