20 ივნისს ჟენევაში ირანელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი, ირანსა და ისრაელს შორის არსებული ესკალაცია მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამმი ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ირანს არ შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
„ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ირანთან მიმდინარე დისკუსიები და მოლაპარაკებები და მოვუწოდებთ ირანს, გააგრძელოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან. ეს სახიფათო მომენტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ ამ კონფლიქტის ესკალაცია რეგიონში“, - განაცხადა ლამმა.
მისმა ფრანგმა კოლეგამ, ჟან-ნოელ ბარომ, გამოთქვა სურვილი, რომ არსებული კრიზისული სიტუაცია მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს, რადგან ისრაელ-ირანის კონფლიქტის „სამხედრო გადაწყვეტა“ შეუძლებელია.
„ირანი ღია უნდა იყოს დიალოგისთვის, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, რათა ამ კრიზისიდან მოლაპარაკების გზით გადაწყდეს გამოსავალი“, - ციტირებს Le Figaro ფრანგ მინისტრს.
ბარომ ასევე აღნიშნა, რომ „ირანის მხარდაჭერა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ, ირანის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ დრონებით ევროპელებისთვის პრობლემას წარმოადგენს“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორი კვირის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტიელბას შეუერთდება თუ არა აშშ ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმებს.