სამწუხაროდ, ირან-ისრაელის დაპირისპირება სწრაფად მიაღწევს წერტილს, რომლის შემდეგაც უკან დასახევი გზა აღარ იქნება., - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ ხელები დაუყოვნებლივ უნდა მოვაშოროთ სასხლეტებს, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ნგრევა, სისხლისღვრა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და საშინელი კატასტროფა მოხდება,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, დაპირისპირების შედეგებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს რეგიონზე, ევროპასა და აზიაზე მრავალი წლის განმავლობაში.
„სამწუხაროდ, ღაზაში გენოციდი და ირანთან კონფლიქტი სწრაფად აღწევს წერტილს, რომლიდანაც უკან დასახევი გზა არაა. ეს სიგიჟე რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.