ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, რადგან ის „ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ ჩადენილ დანაშაულებში პარტნიორია“.
როგორც Reuters იუწყება, ამის შესახებ არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა.
„აშშ-თან მოლაპარაკებების ადგილი არ არის, ვიდრე ისრაელი არ შეწყვეტს აგრესიას“, - განაცხადა არაღჩიმ.
ირანელი დიპლომატი დღეს გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა შეხვდეს, სადაც დეესკალაციის საკითხი განიხილონ.
არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი არასდროს ესხმის თავს სამოქალაქო პირებს, განსაკუთრებით საავადმყოფოებს, ისრაელისგან განსხვავებით, რომელმაც განზრახ დაბომბა ღაზის სექტორში საავადმყოფოები.