საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) მისიის მოწვევის თემას ეხმაურება.
„საპარლამენტო არჩევნებზე – ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო…
თვითმმართველობის არჩევნებზე – ეუთო ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო…
არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ-ხოლმე…“, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.