ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „თანამედროვე ჰიტლერია“ და „არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს“.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების საომარ მიზნებში შედის, რომ „ხამენეიმ არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს“.
„ხამენეი ღიად აცხადებს, რომ მას ისრაელის განადგურება სურს, ის პირადად გასცემს საავადმყოფოებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანებას. ის ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას ისახავს მიზნად. ასეთი ადამიანის არსებობა აღარ შეიძლება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
დღეს ისრაელში საავადმყოფოზე ირანმა ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც საავადმყოფო "ძლიერ დაზიანდა". საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, იერიშის შედეგად არიან დაშავებულებიც.
ასევე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „პასუხს აგებს ომის დანაშაულებზე“.