18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7276 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.8 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1373 ლარი გახდა.
2.96 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6686 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.92 თეთრი შეადგინა.