ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უპასუხა, რომელმაც მანამდე ირანს "უპირობო დანებებისკენ" მოუწოდა.
ხამენეის თქმით, ირანი არ დანებდება.
„ამერიკელებს უნდა ესმოდეთ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“, – აღნიშნა ხამენეიმ.