ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის განცხადებით, 18 ივნისს ღამით, საჰაერო ძალებმა დაბომბეს თეირანში ურანის ცენტრიფუგების ქარხანა და იარაღის საწარმოები ირანის სხვადასხვა ტერიტორიაზე.
სპიკერის განცხადებით, ოპერაციაში ჩართული იყო საჰაერო ძალების 50-მდე თვითმფრინავი.
მანამდე ისრაელმა საჰაერო იერიშები მიიტანა ნათანზიში ურანის ცენტრიფუგების მიწისქვეშა ქარხანაზე, ასევე ისპაჰანის ბირთვულ ობიექტზე.
ირანული საინფორაციო სააგენტოების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ასევე დაარტყეს თეირანში მდებარე იმამ ჰუსეინის სამხედრო უნივერსიტეტს. The Times of Israel წერს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს (IRGC) უკავშირდება.
13-14 ივნისის ღამეს ირანმა საჰაერო იერიში მიიტანა ისრაელზე. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანული რაკეტების უმეტესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა განეიტრალებული. რამდენმე რაკეტა ჩამოვარდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის თელ-ავივსა და მის შემოგარენში.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ გააგრძელებს სამიზნეების განადგურებას ირანში.
13 ივნისს ისრაელმა განაცხადა, რომ დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ცენტრს ქალაქ ნათანზში, სადაც მიმდინარეობდა ურანის გამდიდრება ბირთვული ბომბის შესაქმნელად. დარტმის შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს „საშინელი შედეგებით“ დაემუქრა.