კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, პატლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაიბარეს, ამჯერად "2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების" შესახებ.
"ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.
ჩვენი პოზიცია უცვლელია - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას ემსახურება.
თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ". - წერს პარტია ახალი.