აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რეალურად დაასრულოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა.
„არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოლოდინი მქონდა. რეალური დასასრულის მიღწევა მსურს და ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ტემპს არ შეანელებს.
„მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიგებთ. თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ჯერჯერობით არავინ შენელებულა“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დკანადის დატოვების შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანადიდან დროზე ადრე გამგზავრების მიზეზი ისაა, რომ ის ახლა უნდა იმყოფებოდეს თეთრ სახლში, რათა უკეთ იყოს ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის გააგზავნის მომლაპარაკებლად – სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს თუ ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაანადგურებს თუ არა აშშ-ის ჩართულობა ირანის ბირთვულ პროგრამას, ტრამპა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ეს პროგრამა გაცილებით ადრე განადგურდება.