კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 55 კი დაშავდა.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები.
დანგრეული და დაზიანებულია სახლები, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
რუსეთის ჯარებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეუტიეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 6 ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქში, 1 - კიევის ოლქში და 1 - ჩერნიჰივის ოლქში.