უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში დაღუპულთა ცხედრების რეპატრიაციის დასრულებისა და 6 ათასზე მეტი გარდაცვლილის ცხედრის დაბრუნების შესახებ განაცხადა.
უმეროვის თქმით, ამ ფორმატით დაღუპულთა ცხედრების რეპატრიაციის ბოლო ეტაპი 16 ივნისს განხორციელდა.
მინისტრის თქმით, გასული კვირიდან, როდესაც სტამბოლში შეთანხმებების განხორციელება დაიწყო, უკრაინამ 6000-ზე მეტი ცხედრის დაბრუნება შეძლო.
„ყველა ცხედარი გადის იდენტიფიკაციას. რადგან თითოეულის უკან დგას სახელი, სიცოცხლე, ოჯახი, რომელიც პასუხს ელოდება.
მადლობა ყველას, ვინც ყოველდღიურად ასრულებდა ამ რთულ, მაგრამ აუცილებელ საქმეს. ჩვენ არ ვჩერდებით. წინ შემდეგი ეტაპია: ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ტყვეების დაბრუნებისთვის. ჩვენ ვაბრუნებთ. ჩვენ გვახსოვს...“, - განაცხადა უმეროვმა.