რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
მათ ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილეს.
რუსული მედიის ცნობით, მათ შეშფოთება გამოთქვეს ირან-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის გამო;
„ორივე მხარემ გამოთქვა უმძიმესი შეშფოთება ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციის გამო, რამაც უკვე გამოიწვია დიდი რაოდენობით მსხვერპლი და მთელი რეგიონისთვის სერიოზული გრძელვადიანი შედეგებით არის სავსე. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმეს ისრაელის სამხედრო ქმედება ირანის წინააღმდეგ, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევით ხორციელდება. ლიდერებმა მხარდაჭერა გამოხატეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სადავო საკითხების, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების, მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების მიმართ“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.