ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი „ძალიან მაღალ ფასს“ გადაიხდის ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის. აღნიშნულის შესახებ მან ბათ-იამში განაცხადა, სადაცსაცხოვრებელ შენობაზე ირანის მიერ დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილზე მიბიდა.
ირანის დარტყმას ბათ-იამში რის ექვსი მშვიდობიანი მოქალქე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
„ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის - ქალებისა და ბავშვების - განზრახ მკვლელობისთვის. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დამანგრეველი ძალით დავარტყამთ. ჩვენ აქ ვართ, რადგან ეგზისტენციალურ ბრძოლას ვაწარმოებთ - ეს ახლა ისრაელის ყველა მოქალაქისთვის ნათელია. დაფიქრდით, რა მოხდებოდა, ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ.
„წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ირანს რომ 20 000 ასეთი რაკეტა ჰქონოდა - არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ვიბრძვით... ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცაზე დაფრინავენ“.
„მთელი ისრაელის ხალხის სახელით, გამოვხატავ ჩემს მწუხარებას აქ დაღუპული ადამიანების გამო.“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, სარაკეტო თავდასხმების დროს დაიცვან ინსტრუქციები.
„დაიცავით თქვენი სულები, დაიცავით თქვენი სხეულები, დაიცავით თქვენი სიცოცხლე - და ერთად, ღვთის დახმარებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ“, - თქვა ისრაელის პრემიერმა.
შეგახსენებთ, ირანის სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქ ტამრის წინააღმდეგაც, სადა ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული. მათ შორის სამი არასრულწლოვანია. დაშავებულია, სულ მცირე, 380 ადამიანი.