კვირას, სტამბოლში შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინამ ომში დაღუპული ჯარისკაცების კიდევ 1200 ცხედარი დაიბრუნა.
ამის შესახებ ნათქვამია სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.
უახლოეს მომავალში ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა და მოხდება რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირება.
შეგახსენებთ, სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში უკრაინამ 1200 ცხედარი 14 ივნისსაც დაიბრუნა.