შვიდი ადამიანი, მათ შორის პილოტი, დაიღუპა ინდოეთის ჩრდილოეთ უტარაკჰანდის შტატში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.
დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. იუწყება Reuters
ვერტმფრენი, რომელიც კერძო კომპანია Aryan Aviation-ს ეკუთვნოდა, კედარნაჰთიდან, ინდუისტური მომლოცველობის ცნობილი ადგილიდან, გუპტკაშის რაიონში მიფრინავდა. კედარნათ-გუპტკაში ჯუნგლების 7 კილომეტრიანი მონაკვეთია. ტელევიზიით გადაღებულ რეპორტაჟებში ჩანს ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ნამსხვრევებიდან ამომავალი კვამლი.
ოფიციალური წარმომადგენლის ვინაი შანკარ პანდეის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით და თვითმხილველების თქმით, ავიაკატასტროფის შედეგად ბორზტე მყოფების გადარჩენის იმედი არ არსებობს.