ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. ინფორმაციას ისრაელის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, 380 ადამიანი. მათგან 9 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.