15 მაისის ღამეს ირანმა ისრაელზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა, მაშველები 7 დაკარგულს ეძებენ. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელ-ავივის მახლობლად, ბათ იამში, საცხოვრებელ შენობაზე ირანული რაკეტის დარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ამასთან, ირანის იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ტამრაში დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელზე ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
საერთო ჯამში, ბოლო 24 საათში ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.