14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას CNN და Reuters ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ირანის ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა თელ-ავივის სამხრეთით, ქალაქ რიშონ ლეციონის საცხოვრებელ უბანს მოხვდა.
დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.
მათივე ცნობით, აფეთქებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა.
„ეს მძიმე რთული და შემთხვევის ადგილია, და ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ძებნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ შენობებში სხვა მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა აიალონის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, ისრაელის საგანგებო სამაშველო სამსახურის ცნობით, 13 ივნისის საღამოს თელ-ავივის რაიონში კიდევ 34 ადამიანი დაშავდა.
მათი უმეტესობა მსუბუქად დაშავდა. პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდასხმების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.